,,ოცნება" - 44.7%, ,,ენმ" - 32.6% – ,,ოცნების" წინასაარჩევნო კვლევა ქუთაისში
"ქართული ოცნების" მიერ ქალაქ ქუთაისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, მმართველ პარტიას 44.7%-იანი მხარდაჭერა აქვს. "ოცნების" კვლევის თანახმად, "ნაციონალურ მოძრაობას" 32.6% აქვს.
პატრიოტთა ალიანსი - 3.1%
საქართველოსთვის - 2.9%
სტრატეგია აღმაშენებელი - 2.6%
გირჩი - მეტი თავისუფლება - 2.5%
ლელო - 2.3%
ევროპული საქართველო - 2.2%
მოქალაქეები - 1.5%
ლეიბორისტული პარტია - 1.5%
გირჩი - 0.4%
ერთიანი საქართველო - 0.4%
სხვა პარტიები - 3.3%.
,,ქართული ოცნების" მტკიცებით, მათი ჩატარებული კვლევით, თვითმმართველობის არჩევნებზე ბარიერს 3 პარტია - ,,ქართული ოცნება", ,,ენმ" და ,,პატრიოტთა ალიანსი" გადალახავს.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ოპოზიციას მანდატებიც დაუთვალეს. "ოცნების" დათვლით, თავად 16 მანდატს მიიღებს, ,,ენმ" - 11 მანდატს, ,,პატრიოტთა ალიანსი" - 1 მანდატს.
ამასთან, "ქართული ოცნების" კვლევის მიხედვით, მერობის კანდიდატების შეწონილი მონაცემები შემდეგნაირია: ,,ქართული ოცნების" კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი - 50.3%, ,,ენმ"-ს კანდიდატი, ხატია დეკანოიძე - 37.8%, სხვა დანარჩენი კანდიდატები - 11.9%.