დამარცხდა "ქართული ოცნება", გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა - ბოკუჩავა

26.10.24 20:10
დამარცხდა "ქართული ოცნება", გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა - ბოკუჩავა

ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, ოპოზცია ზეიმობს  - "ერთიანობის" ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დამარცხდა "ქართული ოცნება", გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა.

ის, რასაც ვპროგნოზირებდით, რომ მიუხედავად ძალადობისა და ბიულეტენების ჩაყრისა, გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, დღეს გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა. გაიმარჯვა ოპოზიციამ  და დამარცხდა "ქართული ოცნება" ივანიშვილი დამარცხდა და ეს აჩვენა ჩატარებულმა ეგზიტპოლებმა" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.