საქმე ბოლომდე მისაყვანია - ხაზარაძე

26.10.24 20:15
საქმე ბოლომდე მისაყვანია - ხაზარაძე

ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პირველ კომენტარს აკეთებს.

მამუკა ხაზარაძე ქართველ ხალხს საქართველოში "ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობის დასრულებას" ულოცავს.

ამასთან, ხაზარაძე საარჩევნო უბნებზე მყოფ დამკვირვებლებს მოუწოდებს, რომ თითოეულმა მათგანმა ამომრჩევლის ხმები ბოლომდე დაიცვას. 

გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას. ხალხის ნება გამოხატულია, ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა. საქმე არის ბოლომდე მისაყვანი. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენ წარმომადგენელს უბნებზე, რომ ბოლომდე, ბოლო წუთამდე დაიცვან ამომრჩევლის ხმები. ეს საქმე არის ბოლომდე მისაყვანი. და კიდევ ერთი, დღეს ქართულმა საზოგადოებამ დაამთავრეს სტაგნაციის პერიოდი. საქართველოში იწყება ახალი პერიოდი, რომელიც არის თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ და ქვეყნის აღმშენებლობისკენ. ძლიერი საქართველოს ასაშენებლად მიმართული ძალა და ენერგია იწყებს მუშაობას. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ორი ამერიკული საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის შედეგები ცნობილია: