არ მიგატოვებთ, თითოეული თქვენგანის ხმას დავიცავთ - დოლიძე

26.10.24 20:24
არ მიგატოვებთ, თითოეული თქვენგანის ხმას დავიცავთ - დოლიძე

ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, "ძლიერ საქართველოში" ზეიმია - კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ქართველ ხალხს "ქართული ოცნების" მმართველობის დასრულებას ულოცავს.

ამასთან, ანა დოლიძე ტრიბუნიდან საზოგადოებას მიმართავს და გარანტიებს აძლევს, რომ კოალიცია მათ თითოეულ ხმას ბოლომდე დაიცავს. 

"ქართული ოცნების" მემორიალურ დაფაზე დღეს ქართველმა ხალხმა დავაწერეთ - "ოცნების" მმართველობა დასრულდა 2024 წლის 26 ოქტომბერს. დიდი მადლობა ყველას. გარწმუნებთ, რომ არცერთ თქვენგანს არ მივატოვებთ, თითოეული თქვენგანის ხმას დავიცავთ. თითოეულმა თქვენმა ხმამ მოგვიტანა ის აწმყო, რომელიც გვაქვს დღეს", - ამბობს ანა დოლიძე. 

ორი ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის შედეგები ცნობილია: