„იმედი“ ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს

26.10.24 20:21
„იმედი“ ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს

სამთავრობო მედიის კვლევით, ივანიშვილის პარტია იგებს  - TV იმედის ეგზიტპოლის მტკიცებით, "ქართულ ოცნებას" ხმების 56.1% აქვს.

Gorbi ახალს 12.1%-ს უწერს, ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას - 11.6%-ს, ლელოს - 7%-ს, გახარიას პარტიას კი - 4.8 %-ს.

მონაცემები 18:30 საათის მდგომარეობითაა. ცდომილების ზღვარი 2.5%-ია.

ცნობისთვის, სამთავრობო მედია Imedi TV-ის ეგზიტპოლების შედეგებს ოფიციალურ შედეგებთან შედარებით აცდენის მრავალწლიანი ისტორია აქვს.

  • 2014 წლის თბილისის მერის არჩევნების პირველი ტური:
  •    - იმედის ეგზიტპოლი აჩვენებდა, რომ დავით ნარმანია ხმების 51.2%-ს აიღებდა.
  •    - მან პირველ ტურში 46.09% აიღო.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები:

  •    - პირველ ტურში იმედის ეგზიტპოლმა სალომე ზურაბიშვილს 57% დაუწერა.
  •    - მისი ოფიციალური მხარდაჭერა 38.64% იყო.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული ნაწილი:

  •    - იმედმა "ქართულ ოცნებას" 54%-იანი მხარდაჭერა დაუწერა.
  •    - ოფიციალური შედეგებით პარტიამ პირველ ტურში 48.22% აიღო.

2021 წლის თბილისის მერის არჩევნების პირველი ტური:

  •     - იმედის ეგზიტპოლის 18:00 საათის შედეგებით, კახა კალაძემ ხმების 51.3% აიღო.
  •     - მისი მხარდაჭერა 45.01% აღმოჩნდა.