არჩევნებში მონაწილეობა 2 060 400-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო - ცესკო

26.10.24 21:42
არჩევნებში მონაწილეობა 2 060 400-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო - ცესკო

20:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 58.94% შეადგინა - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 

წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრაში მონაწილეობა 2 060 412 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 58.94% ია.

შედეგი საბოლო არაა, რადგან მაღალმთიანი რეგიონის რამდენიმე უბნიდან მონაცემები ცესკოში შესული ამ დრომდე არ არის.

საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 337 საჩივარი. 

ცესკოს განცხადებით, ელექტრონული არჩევნების ქვითრები results.cec.gov.ge-ზე იტვირთება.