გადამწყვეტი არჩევნები საქართველოში - კრამონი მიმართვას ავრცელებს
"თუ შედეგები დადასტურდება: ვულოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც იბრძოდა დემოკრატიული, სამართლიანი და ევროპული საქართველოსთვის" - ასე ეხმაურება ეგზიტპოლის შედეგებს ყოფილი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი.
კრამონი პლატფორმა "X"-ზე წერს, რომ ""ქართული ოცნების" კამპანია ერთ-ერთი ყველაზე ბინძური იყო".
თუ ეს დადასტურდება:
ვულოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც იბრძოდა დემოკრატიული, სამართლიანი და ევროპული საქართველოსთვის.
"ქართული ოცნების" ეს კამპანია, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური იყო. მიუხედავად ამისა, ამ არჩევნებში გამარჯვება, ძალიან კარგად აჩვენებს ქვეყნის სულს! - წერს კრამონი.
ორი ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის შედეგები ცნობილია: