ანა დოლიძე ხმების დაცვის გეგმაზე საუბრობს
როგორ დაიცავს ოპოზიცია ხმებს - გეგმების შესახებ "ტვ პირველის" პრიდაპირ ეთერში "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა.
ოპოზიციონერის თქმით, დღესვე მოხდება ბიულეტენების ხელით გადათვლა და მისი განცხადებით, ამისთვის აუცილებელია, კომისიის წევრები უბნებზე არ დანებდნენ და თითოეული ხმისთვის იბრძოლოდნ.
ანა დოლიძე ასევე საუბრობს საარჩევნო დარღვევებზეც, რამაც დიდი გავლენა იქონია პირველად შედეგებზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ცესკომ გამოაცხადა.
ჩვენს უკან ზის 200 მოხალისე, რომელსაც შეჰყავს უბნებიდან მოწოდებული შედეგებიდ ა ამ შედეგებს ჩვენ თვითონ გავაანალიზებთ. ამის შემდეგ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია უბნების შესახებ, სადაც სერიოზული დარღვევები იყო. ძალიან ბევრი დარღვევა იყო ხალხო. ეს შედეგი რაც არის 40 თუ 42% ძალიან ბევრია, ეს იმ ფონზე, როცა 2-2 ბიულეტენს არიგებდნენ, მარკირებსი სითხე არ მუშაობდა, ძალიან ბევრ უბანზე ტექნოლოგია გაჩერდა, ბევრ უბანზე ცემა-ტყეპა იყო. გამოაგდეს კომისიის წევრები და დამკვირვებლები. ამ ყველაფერს ჩვენ გადავხედავთ და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვითხოვოთ კონკრეტული უბნების გადათვლა, ასევე გვაქვს საშუალება, კონკრეტული უბნების შედეგების გაუქმება, და რაც მთვავარია, ბიულეტენები გადაითვლება ხელით. ხალხს რომ ავუხსნათ მანქანის მიერ მოწოდებული ჩეკი და ფიზიკურად, ხელით დათვლილი ბიულეტენები ერთმანეთს დაედარება თუ არა და ამ შემთხვევაში უპირატესობა ეკუთვნის ფიზიკურ დათვლას და ამისთვის გვჭირდება ჩვენი კომისიის წევრების გამაგრება. ეს ხალხი დღეს იმუშავეს დილის 2-3 საათამდე. ამიტომ არ უნდა დავნებდეთ. დღესვე უნდა მოხდეს ეს გადათვლა", - განაცხადა ანა დოლიძემ.