თენგო თევზაძე ხსნის, რა მეთოდით შეეძლო "ოცნებას" არჩევნების გაყალბება

27.10.24 01:06
თენგო თევზაძე ხსნის, რა მეთოდით შეეძლო "ოცნებას" არჩევნების გაყალბება

"ქართულმა ოცნებამ" რეგისტრატორებთან ერთად მოახდინა საკუთარი ამომრჩევლის მონაცემების გაციფრულება და სხვადასხვა უბნებზე დუბლირებით ჩამატება" - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საშუალოდ 30-40 ათასამდე ქართული ოცნების ამომრჩეველს შეეძლო მინიმუმ გაეოთხმაგებინა მისი ხმა.

“ღრმად ვართ დარმწუნებული ამგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და აუცილებელია საერთაშორისო აუდიტის ჩატარება. საბოლოო ჩეკებით არის დისბალანსი საბოლოო შედეგებში- ბიულეტინებსა და აქტიურობას შორის”. - განაცხადა თევზაძემ.