პროდასავლური ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს - როგორი იქნება სამოქმედო გეგმა

27.10.24 10:22
პროდასავლური ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს - როგორი იქნება სამოქმედო გეგმა

პროდასავლური ოპოზიცია თანხმდება, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მორიგ ჯერზე მოიპარა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქართველი ხალხის არჩევანის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

ახლა ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მუშაობას აანონსებს. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ გეგმას მოქალაქეებს უახლოეს საათებშ გააცნობენ. 

ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა ქართველ ხალხს მოსტაცა და მოპარა თავისი არჩევანი. მაგრამ, თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმა ჩვენი მხრიდან იქნება დაცული. ჩვენ მომავალ კოალიციურ  პარტნიორებთან შევთანხმდებით სამოქმედო გეგმაზე და აუცილებლად უახლოეს საათებში გავაცნობთ ქართველ ხალხს და მათთან ერთად ვიბრძოლებთ ბოლომდე და დავუბრუნებთ ქართველ ხალხს მათ არცევანს, - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ბრძოლას ორი მიმართულება ექნება:  ბრძლა ქუჩაში და გაყალბების მექანიზმების გაშიფვრა და არგუმეტნების შეგროვება. 

არჩევნები გაყალბდა, ჩვენ ვიბრძლებთ. ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, იქნება ქუჩაში. ამასთანავე, ბრძოლის ნაწილია არგუმენტების მიწოდება, თუ როგორ გაყალბდა, ეს მექანიზმი. აიღეს და დაიწერეს ის, რაც უნდოდათ. რასაც ჩენ ვიძახდით, რომ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო. ამიტომ ერთი ჩვენი მიმართულება არის, რა თქმა უნდა, ამ მექანიზმის გაშიფვრა, ყველაზე მთავარი მიმართულება არის ბრძოლა, პროტესტი. ჩვენ ამ ბრძლაშ ვიქნებით კოორდინაციაშ ყველა მოტამაშესთან. ჩვენი პარტნიორები იქნებიან ყველაფრის საქმის კურსში, - ამბობს ელენე ხოშტარია. 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ შედეგი, რომელიც სეკომ გამოაცხადა, ქართველი ხალხის ნებას სრულიად აცდენილია. 

ეს, რაც ცესკომ გამოაცხადა, რა თქმა უნდა, საერთოდ აცდენილია ჩვენი თანამოქალაქეების ნებას. ეს არის მანიპულაციების და დაშინებით და ათასგვარი სრულიად არაკანონიერი ინსტრუმენტების გამოყენებით მიღებული შედეგი და შესაბამისად, ის ვერ იქნება ამსახველი ჩვენი მოქალაქეების ნების, - ამბობს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.