ე.წ. კარუსელი და ამომრჩეველზე ზეწოლა - ოპოზიციამ ზუგდიდში საარჩევნო უბნებზე ათობით საჩივარი დაწერა

27.10.24 10:40
ე.წ. კარუსელი და ამომრჩეველზე ზეწოლა - ოპოზიციამ ზუგდიდში საარჩევნო უბნებზე ათობით საჩივარი დაწერა

ოპოზიცია და სადამკვირვებლო მისიის წევრები აცხადებენ, რომ სამეგრელოში სარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. საუბარია ე.წ. კარუსელზე. ასევე ცნობილია, რომ მოქალაქეები ერთი უბნიდან მეორეზე გადაჰყავდათ, რათა ხმები "ოცნებისთვის" შეეგროვებიდან, ამ ყველაფერში კი ჩართულები იყვნენ ე.წ. უბნის მაყურებლები. გამოვლინდა ფაქტებიც, როცა უბნებზე ხალხი იძულებით ჯგუფურად მიჰყავდათ და ტერორის გზით ხმის მიცემას "ოცნებისთის" აიძულებდნენ.

ოპოზიციამ ზუგდიდი საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით ათობით საჩივარი დაწერა. ჯამში, რამდენი საჩივარია დაწერილი, ცნობილი ცოტა ხანში გახდება, როდესაც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ერთ-ერთ დიდ ქალაქში "ოცნებამ" ხმათა რაოდენობის 20% გააყალბა. 

დილიდან დაიწყო ძალადობით. ერთ-ერთ ოლქში თავს დაესხნენ საოლქო კომისიის ჩვენს წარმომადგენელს. ამის გარდა, გვაქვს ფაქტები სხვადასხვა სახის დარღვევის, დაიწერა რამდენიმე საჩივარი და გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მასიურად, ფაქტობრივად, შეისყიდა „ოცნების“ წარმომადგენელმა ათასობით პირადობის მოწმობა ბოლო დღეების განმავლობაში და ვიცით, სწორედ ამ პირადობით მოხდა ე.წ. კარუსელის დატრიალება. ჩვენი ვარაუდით, მხოლოდ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში გაყალბებულია დაახლოებით 20% და მეტიც, - ამბობს „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი.