“ოცნების“ გამარჯვება დარტყმა იქნება იმ ქართველებისთვის, რომლებსაც ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის იმედი აქვთ - Reuters

27.10.24 10:59
“ოცნების“ გამარჯვება დარტყმა იქნება იმ ქართველებისთვის, რომლებსაც ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის იმედი აქვთ - Reuters

გამოცემა Reuters -ი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებს ეხმაურება და წერს, რომ “ოცნების“ გამარჯვება დარტყმა იქნება იმ ქართველებისთვის, რომლებსაც ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის იმედი აქვთ“.

როგორც გამოცემა წერს, “არჩევნები ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა მოიგო, თუმცა ამ გამარჯვებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა“.

საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა შაბათს საპარლამენტო არჩევნები მოიგო, როგორც ამას პირველადი ოფიციალური შედეგები აჩვენებს, თუმცა ამის აღიარებაზე ოპოზიციური პოლიტიკოსები უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა გაყალბებებს. ოპოზიცია და უცხოელი დიპლომატები ამ არჩევნებს მიიჩნევდნენ წყალგამყოფ მომენტად, რომელიც გადაწყვეტდა, და უახლოვდება საქართველო დასავლეთს თუ რუსეთისკენ გადაიხრებოდა.

თუ შედეგები დადასტურდა, „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება ძლიერი დარტყმა იმ ქართველებისთვის, რომლებსაც ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის იმედი ჰქონდათ, - წერს გამოცემა.