26 ოქტომრბის არჩევნები უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა - საია
ხმის მიცემის პროცედურების დარღვევა, ამომრჩეველზე ზეწოლა და ძალადობის ფაქტები - საია 2024 წლის საპარლამენტო არცევნებს აფასებს. არასამტავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საგაგნეგო ბრიფინგზე ყველა ის დარღვევა ჩამოთვალა, რომელსაც 26 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს ჰქონდა ადგილი.
საია პროცესების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს და ცესკოს განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდებს.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევებოს ფონზე, ძირითადად, უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. დარღევების შინაარსის, მათი ინტენსივობის და ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, საიას სადამკვირვებლო მისია მთავარ დარღვევებს გამოჰყოფს:
1. ხმის მიცემის ძირითადი პროცედურების დარღვევა. გამოვლინდა ამრკირების წესების დაუცველობის დარღვევა. ამომრჩეველს არ უკეთებდნენ მარკირებას ან სვამდნენ კითხვებს, სურდა თუ არა მარკირების სითხის დასხმა.
2. დამკვირვებლებისთის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლა. მთელი დღს განმავლობაში დამკვირვებლები აწყდებოდნენ სხვადასხვა სახის დაბრკოლებას. საიამ აღირცხა დამკვრივებლის პროცესის წინააღმდეგ მუქარის, საარჩევნო კომისიების მხირდან მონიტორინგის პროცესის შეფერხების, სიტყვიერი შეურაცხყოფის, ვერბალური თავდასხმის, ასევე უბნიდან გაძევების ფაქტები.
3. საიას მიერ აღირიცხულ უბანთა უმრავლესობაში „ქართული ოცნების“ მიერ დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში უყუყრებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი ხმის მიცემის კაბინებს და ძირითადად საარჩევნო ყუთს.
4. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკან მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადების კვალი.
5. ფიქსირდება ფარულობის დარღვევის სხვადასხვა ეპიზოდი, მათ შორის, ხმის მიცემა არაუფლებამოსილ თანხმლებ პირთან ერთად.
6. დღის მანძილზე ასევე გამოვლინდა უბნის გარეთ დაძაბულობის, მოსული ამომრჩევლების აღრიცხვის, ჟრნალისტებისთის საქმიანობაშ ხელშეშლის, კომისიის წევრების მიერ ფუნქციების არაჯეროვანი შესრულების, უკანონო აგიტაციის ფაქტები.
7. გამოვლინდა ბიულეტენების ბათილობასთან, ჩანაწერთა წიგნის დალუქვას და საარჩევნო უბნის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული დარღევები.კენჭისყრის დღეს გამოვლენილი ძირითადი დარღვევები და პროცესების სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვები დღის წესრიგში აყენებს ცესკოს მხრიდან განმარტების საჭიროებას. იმ პირობებშ, როდესაც ვერიფიკაციის აპარატებშ ჩატვირთულია სრული სია, რა მექანიზმებით შეიძლება იმის დაზუსტება თქმა, რომ სხვადასხვა საარცევნო უბანზეარ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.