"ოცნება" არჩევნებს ქუთაისშიც აგებს - ოპოზიცია უპრეცედენტო გაყალბებაზე საუბრობს

27.10.24 11:42
"ოცნება" არჩევნებს ქუთაისშიც აგებს - ოპოზიცია უპრეცედენტო გაყალბებაზე საუბრობს

"ქართული ოცნება" არჩევნებს რეგიონებშიც აგებს. ამ დროის ინფორმაციით, მმართველი პარტია მარცხდება ქუთაისში. ცნობილია, რომ "ქართულ ოცნებას" ქუთაისში ხმა 38089 ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო ჯამში, 47. 25% -ია. 

ქუთაისი შედეგები ასეთია:

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" - 10.50%

"ცვლილებისთვის" - 14.22%

"ძლიერი საქართველო" - 9.48%

"გახარია საქართველოსთვის" - 8.01%

ოპოზიცია უპრეცედენტო გაყალბებაზე საუბრობს. მათი თქმით, არჩევნების ახალმა სისტემამ გაყალბების ახალი სქემები შეიმუშავა, რიის მტკიცებულებებიც მათ აქვთ.

მსგავსი ტიპის დარღვევები, რაც გუშინ ჩვენ ქუთაისში ვნახეთ, ვნახეთ საჩივრების უამრავი რაოდენობა, ჯერ ქუთაისს არ ახსოვს. უბნების გარკვეულ ნაწილზე არის დისბალანსი ოქმებში. ჩვენ გვახსოვს გარკვეული პერიოდი, როცა იყო არაელექტრონული არჩევნები, ხდებოდა უბნიდან ბიულეტენების გატანა და კარუსელის გაკეთება. ახლა ეს მეთოდი მეტნაკლებად არ გამოუყენებიათ, მტავარი დარღევის თემა მათთვის იყო წინასწარ გამზადებული აიდი ბარათები, რომლის მეშვეობითაც კონკრეტული ადამიანები, კონკრეტულ რამდენიმე უბანზე იქნებოდნენ მითითებული, - ამბობს „ცვლლებისთის“ წევრი გიორგი კილაძე.