პრემიერი აცხადებს, რომ ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება მისთვის უინტერესოა
პრემიერი აცხადებს, რომ მისთვის ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმდჯომარის კრიტიკა საინტერესო არ არის. ირაკლი კობახიძე მარკო მიჰკელსონს მტკიცებულებებს სთხოვს.
არ არის საინტერესო, ჩვენ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გვითხრან რა პრეტენზიები აქვთ. ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ რაღაცა თქვა, მაგით ნუ დაიმშვიდებთ თავს, - თქვა კობახიძე.
ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმდჯომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს არჩევნების შედეგების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მათი ლეგიტიმურობის აღიარებას.