კობახიძე ამტკიცებს, რომ "ოცნებამ" არჩევნები შთამბეჭდავად მოიგო

27.10.24 11:56
კობახიძე ამტკიცებს, რომ "ოცნებამ" არჩევნები შთამბეჭდავად მოიგო

პრემიერი ამტკიცებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში შთამბეჭდავად გაიმარჯვა.  ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ოპოზიციის მცდელობა, არჩევნების შედეგები გაყალბებულად ცნონ, უსუსურია. 

"ოპოზიციას საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვს", - თქვა კობახიძემ. 

ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება პროცესები ჩვენს ქვეყანაში. ოპოზიციას საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვს, სხვათა შორის, უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნები ტარდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკო-ს შენობასთან მივარდნაც კი ვერ გაბედეს. ამას მარტივი მიზეზი აქვს - იმდენად შთამბეჭდავი და აშკარაა გამარჯვება, მათ შორის, იმდენად უსუსურია ყოველგვარი მცდელობა, ისაუბრონ არჩევნების მანიპულაციაზე ელექტრონული არჩევნების და უპრეცედენტო წინასაარჩევნო გარემოს პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა მათ მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული, -განაცხადა კობახიძემ.