ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა, ამ სიყალბეს არ და ვერ დავეთანხმები - ხაზარაძე

27.10.24 12:53
ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა, ამ სიყალბეს არ და ვერ დავეთანხმები - ხაზარაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ხალხის ხმები მიითვისეს. 

“ქვეყანას რუსეთისთვის ამზადებენ, არ გამოვა ეს ამბავი!“,- წერს ხაზარაძე.

მისი თქმით, “ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა.“

სრულიად გასაგებია, რა მოხდა. ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხალხის ხმა მიითვისეს და ქვეყანას რუსეთისთვის ამზადებენ, არ გამოვა ეს ამბავი! ამ სიყალბეს არ და ვერ დავეთანხმები... არასდროს!“, წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.