"ქართულმა ოცნებამ" საზღვარგარეთ არჩევნები წააგო - რას ამბობენ ემიგრანტები

27.10.24 13:34
"ქართულმა ოცნებამ" საზღვარგარეთ არჩევნები წააგო - რას ამბობენ ემიგრანტები

მმართველმა პარტიამ საზღვარგარეთ არჩევნები წააგო. "ქართული ოცნება" დამარცხდა ესპანეთში, ბელგიაში, დანიაში, ლიეტუვაში, ნორვეგიაში, იაპონიაში,  ჩინეთში და ეს არ არის სრული ჩამონათვალი. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ სამშობლოდან გადახვეწილ ადამიანებს ხელოვნური ბარიერები შეუქმნა და დამატებითი უბნები არ გახსნა, ყელგან უპრეცდენტო მობილიზება იყო. საარჩევნო უბნებთან კილომეტრიანი რიგები იყო. 

მე პირადად გარედან ვაკვირდებოდი საარჩევნო უბნებს ათენში. ძალიან დიდი, უპრეცედენტო რაოდენობა იყო ამომრჩევლების. წინასწარ ვიცოდით, რომ ემიგრანტების უმრავლესობა ოპოზიციას აირჩევდა და ასეც მოხდა. საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით რას ნიშNავს დასავლური ღირებულებები. რა გზითაც არ უნდა დაგვჭირდეს, ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩენი წართმეული თითოეული ხმა,  - ამბობს ქართველი ემიგრანტი.  

ოპოზიციამ 80%, ხმათა უმრავლესობა მოიპოვა და შესაბამისად, ოპოზიციამ გაიმარჯვა კონკრეტულად ჩვენთან. განწყობა იყო ძალიან პოზიტიური. გვეშინოდა, რომ არ გაიხსნებოდა უბანი, თუმცა ბრძლის შედეგად ეს უბანი გაიხსნა და საარჩევნო პროცესი კონკრეტულად ისრაელში ჩატარდა შეფერხების გარეშე, - ამბობს საქართველოს მოქალაქე.