“შეუძლებელია არ გიხაროდეს“- დსთ-ს გენმდივანი “ოცნების“ განცხადებებით, რუსეთთან კეთილმეზობლობის აღდგენაზე, კმაყოფილია

27.10.24 13:42
“შეუძლებელია არ გიხაროდეს“- დსთ-ს გენმდივანი “ოცნების“ განცხადებებით, რუსეთთან კეთილმეზობლობის აღდგენაზე, კმაყოფილია

დსთ-ს გენერალური მდივანი, სერგეი ლებედევი “ოცნების“ განცხადებებით, რომ ისინი მზად არიან აღადგინონ კეთილმეზობლობა რუსეთთან, კმაყოფილია და ამბობს, რომ “შეუძლებელი ეს არ გიხაროდეს“.

მისი თქმით, ისინი, ვინც საპირისპიროს ამტკიცებენ, ან შეგნებულად ამახინჯებს რეალურ სურათს, ან შორს არის რეალობისგან.

კმაყოფილების გარეშე ვერ ვიტყვი, შეუძლებელია არ გიხაროდეს "ქართული ოცნების" განცხადებები, რომ ისინი მზად არიან აღადგინონ კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან და დსთ-ს სხვა ქვეყნებთან, რომ ეწინააღმდეგებიან რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რადგან ეს პასუხობს თავად ქართველი ხალხის ინტერესებს“, -განაცხადა ლებედევმა.

ის საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ: “ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლებს ესმით მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან, დამოუკიდებელი კურსისა და თანამშრომლობის შენარჩუნების მნიშვნელობა.“

ეჭვგარეშეა, რომ მეზობლებთან თანამშრომლობა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ისე ჩრდილოეთ მეზობლებთან, პირველ რიგში რუსეთის ფედერაციასთან, აკმაყოფილებს ქართველი ხალხის ინტერესებს", - უთხრა ლებედევმა ჟურნალისტებს.