არჩევნების ლეგიტიმაცია გამორიცხულია! - სოფო ჯაფარიძე
არჩევნების ლეგიტიმაცია გამორიცხულია, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ არჩევნების მოპარვასთან ერთად, ხელისუფლებამ ქართველ ხალხს ევროპული მომავალიც მოპარა, მაგრამ ხელების ჩამოყრას არავინ აპირებს. მისი თქმით, ბრძოლა ყველა პატრიოტ ადამიანეთან ერთად გაგრძელდება და აუცილებლად გამარჯვებით დაგვირგვინდება.
არჩევნების ლეგიტიმაცია გამორიცხულია‼️
არჩევნების შედეგებთან ერთად, ქვეყნის მომავალია მოპარული და ეს ისეა გაკეთებული, რომ უიმედო გაგვხადოს, ხელები ჩამოგვაყრევინოს, მაგრამ არც ერთს ვაპირებთ და არც მეორეს, ბრძოლა გაგრძელდება ყველა პატრიოტ ადამიანთან ერთად და აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით‼️
ვერ წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს იმაზე მეტი, როცა ქვეყნის მომავალს, შენი შვილების მომავალს გპარავენ? ამიტომ, როგორც მოქალაქემ, როგორც დედამ, ზუსტად ვიცი, რომ ამას არ დავთმობ. ეს ქვეყანა ჩვენია!, - წერს სოფო ჯაფარიძე.