პრეზიდენტი დღეს 21:00 საათზე განცხადებას გააკეთებს
საქართველოს პრეზიდენტი დღეს 21:00 საათზე განცხადებას გააკეთებს. სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, არჩევნების შედეგების შესახებ ისაუბრებს.
ცნობილია, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ამ წუთებში პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.