პროტესტი, თავგანწირვა და ივანიშვილის არალეგიტიმურობა - სხვა ყველანაირი გეგმა სისულელე მგონია- ხატია დეკანოიძე
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში არჩვენების შედეგებზე წერს და ამბობს, რომ პროტესტი და ბრაზი უნდა იგრძნოს ყველამ.
“ნუ გჯერათ, რომ 54 % აიღო“, - ამბობს ის.
მისივე თქმით, ახლა სამოქმედო გეგმა პროტესტი უნდა იყოს.
ამ ქვეყანაში არჩევნები არ და აღარ ჩატარდება, ან ყველა ამას გავიგებთ, ან ამ არჩევნებს ვინც აღიარებს, იმათაც დაიჭერს- თქვა ეს ივანიშვილმა.
პროტესტი და ბრაზი ყველამ უნდა იგრძნოს. ნუ გჯერათ, რომ 54 % აიღო. მე ვიყავი უბნებზე და ვნახე ხმებს როგორ იღებენ.
პროტესტი, თავგანწირვა და ივანიშვილის არალეგიტიმურობა, მე სხვა ყველანაირი გეგმა სისულელე მგონია“,-წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.