ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა, პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება ქმნიდა შეგრძნებას, რომ „დიდი ძმა“ გვიყურებს - PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი
"დაკვირვების დროს, ჩვენ შევამჩნიეთ შემთხვევები, როცა ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა და ორმაგად ხმის მიცემა " - ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წევრმა რუმინელმა დეპუტატმა იულიან ბულაიმ არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.
ბულაიმ პირდაპირ თქვა, რომ არჩევნებზე არსებული არათანაბარი პირობები ძირს უთხრის შედეგების დამაჯერებლობას და მის სამართლიანობას.
ერთი თვის წინ მე ვხელმძღვანელობდი წინასაარჩევნო დელეგაციას და იმ დროს გამოვიტანე დასკვნა, რომ პოლიტიკურმა სივრცემ მიაღწია უპრეცედენტო დონეებს, რადგანაც ეს ფაქტობრივად გახდა დე-ფაქტო რეფერენდუმი საქართველოს ტრაექტორიისა და საგარეო გზის მიმართ და სწორედ ეს იყო ძირითადი საკითხები, რასაც ყურადღებას ვაქცევდით ჩვენი მისიის განმავლობაში. გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. არჩევნების ხარისხი, ეს ასახავდა იმ ტენდენციას, რაც ჩვენ შევამჩნიეთ, ასევე წინასაარჩევნო გარემოში. მასში შედიოდა შეკითხვები სახელმწიფო ინსტიტუციების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაშფოთებდა სიძლვილის ენა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რაც უკავშრდება უცხოური ზეგავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებას, რამაც ასევე განხეთქილება შემოიტანა. დაკვირვების შედეგად ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა და ორმაგად ხმის მიცემა, განსაკუთრებით სოფლად. ორი სამყარო არსებობდა, ერთი იყო საარჩევნო უბანზე, შიგნით, სადაც ხმის მიცემის პროცესი იყო კარგად ადმინისტრირებული, ხოლო მეორე სამყარო იყო საარჩევნო უბნების გარეთ. მმართველი პარტიის კამერების არსებობა საარჩევნო უბნების წინ და ასევე ამომრჩევლების აღრიცხვა, ეს ქმნიდა ზეწოლის კლიმატს, ასევე, პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება და შეგრძნება იყო ასეთი, რომ თითქოს დიდი ძმა გიყურებს. იყო არათანაბარი პირობები პროცესი, რაც ძირს უთხრის შედეგების დამაჯერებლობას და მის სამართლიანობას. ასევე, როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით ერთ-ერთ სოფელში არჩევნებს, ჩვენ ვნახეთ, როგორ დაესხნენ თავს ვანდალურად ერთ ერთი დამკვირვებლის მანქანას. ამ საკითხებს ყურადღება უნდა მიაქციონ ხელისუფლების წარმოადმგენებმა", - განაცხადა იულიან ბულაიმ. (სინქრონული თარგმანი)
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჯამში 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა. მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA).