ოპოზიციის კანდიდატები თბილისსა და რეგიონებში - პარტიების ნაწილმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
თბილისის მერობისთვის ,,ლელოდან" ანი ბიბილაშვილი იბრძოლებს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე, იქნება. ,,ლელოს" კანდიდატები ეყოლება ასევე რეგიონებშიც.
საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია. თუმცა რამდენიმე პარტიას მერობის კანდიდატები არ დაუსახელებია არც თბილისში და არც რეგიონებში. ამ დრომდე უცნობია, ეყოლება თუ არა კანდიდატი დედაქალაქში გიორგი გახარიას პარტიას.
,,სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის, ინფორმაციით, გიორგი ვაშაძე კანდიდატებს მომავალ კვირას წარადგენს.
კანდიდატებს გავხსნით და წარვადგენთ ზუსტად ერთ კვირაში, თბილისსა და დიდ ქალაქებში გვეყოლება კანდიდატები, მთავარია, ყველანაირი გემოვნების მქონე ოპოზიციურმა ამომრჩეველმა ამ ჩამონათვალში საკუთარი არჩევანი იპოვოს - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
დღესვე ,,ევროპულმა საქართველოს" მთელი საქართველოს მასშტაბით კანდიდატები წარადგინა.