ეს არის კატასტროფა და კოლაფსი - გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას პანდემიის არაეფექტურ მართვაში ადანაშაულებს
გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას პანდემიის არაფეექტიანად მართვაში ადანაშაულებს. ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობამდე საკოორდინაციო საბჭოს არასწორმა გადაწყვეტილებებმა და დაგვიანებით დაწყებულმა ვაქცინაციის პროცესმა მიიყვანა.
გიორგი ვაშაძე ითხოვს, რომ მთავრობის წევრებმა სათნადო პასუხისმგებლობა აიღონ.
ორი კვირა უნდა გავამკაცროთ მაქსიმალურა შეზღუდვები და ვაქცინირებულთა რაოდენობა გავზარდოთ და ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ გახსნაზე, წარმოუდგენელია, ასეთ ვითარებაში სკოლების გახსნაზე ვიფიქროთ. როცა ნაკლები იყო კოვიდის მაჩვენებელი, მაშინ იყო რეგულაციები გამკაცრებული, დღეს კი როცა გაზრდილია, რეგულაციები ერთის მხრივ ძალიან ცოტაა და არ სრულდება. ეს არის კატასტროფა და კოლაფსი, რომელიც დღეს გვაქვს. - ამბობს გიორგი ვაშაძე.