ჰელსინკის კომისია სახ.დეპს მოუწოდებს, საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და გაყალბების ფაქტები გამოიძიოს

27.10.24 18:11
ჰელსინკის კომისია სახ.დეპს მოუწოდებს, საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და გაყალბების ფაქტები გამოიძიოს

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებსსაქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ფაქტები დაუყოვნებლივ გამოიძიოს.

"მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების სარწმუნო ბრალდებები" - ამბობს ჯო უილსონი და შეშფოთებას გამოხატავს "არჩევნებში რუსეთის მიერ ჩარევის მცდელობებთან" დაკავშირებით.

ჯო უილსონის განცხადებით, "მეგობარი აქტი" დასჯის ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან.

მე მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების სარწმუნო ბრალდებები. მე ასევე შეშფოთებული ვარ რუსეთის კარგად დოკუმენტირებული მცდელობებით, ხელი შეუშალოს არჩევნებს. მოვუწოდებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს თაღლითობის ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს ასეა, გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ.

ჩვენი MEGOBARI აქტი შეეცდება დასაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას", - წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.