,,ქართული ოცნება" მუამარ კადაფის ბედს გაიზიარებს - შალვა ნათელაშვილი
ოპოზიცია ,,ქართული ოცნების" პარტიულ კვლევას არ ენდობა. ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისთვის არარეალურია ციფრები, რომელიც ხელისუფლება კვლევად წარმოადგინა. ოპოზიცია დარწმუნებულია, მმართველი ძალა ცდილობს, შექმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ ,,ქართული ოცნება" უალტერნატივო ძალაა.
,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი კვლევებს არასერიოზულად მიიჩნევს. შალვა ნათელაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება კადაფის ბედს გაიზიარებს.
როგორ შეიძლება, ,,ოცნების", ან ბიძინა ივანიშვილის დაპირება დაიჯერო, ან მათ მიერ ჩატარებული კვლევის და რეიტინგის შედეგი? მათ როგორ წარმოუდგენიათ არჩევნების გაყალბება და ოქმების გადაწერა, ის შედეგი დასხდნენ და დაწერეს ქუთაისში. ამ ხალხს ვერანაირი კოვიდი ვერ გააჩერებს, მათ კი შესაძლოა, მუამარ კადაფის ბედის გამეორება მოუწიოთ - ამბობს შალვა ნათელაშვილი.
ხელისუფლებამ ანალოგიური კვლევის შედეგები 10 დღის წინ თბილისზეც გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ,,ოცნება" დედაქალაქში დამაჯერებლად, პირველივე ტურში მოიგებს.