ნათელაშვილმა "ხალხისთვის კოვიდგენოციდის მოწყობის გამო" ივანიშვილს ჰააგაში უჩივლა

23.08.21 17:18
ნათელაშვილმა "ხალხისთვის კოვიდგენოციდის მოწყობის გამო" ივანიშვილს ჰააგაში უჩივლა

კოვიდგენოციდი - ასე აფასებს ქვეყანაში შექმნილ რთულ ეპიდვითარებას შალვა ნათელაშვილი. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად ,,ქართული ოცნების" გუნდს აკისრებს.

ნათელაშვილი მიმართავს ჰააგის ტრიბუნალს, რომ გამოიძიონ დანაშაული, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხის მიმართ ჩაიდინა. 

ჰააგის ტრიბუნალზე გაგზავნილია სარჩელი ბიძინა ივანიშვილსა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხისთვის კოვიდგენოციდის მოწყობის გამო. მოგეხსენებათ, საერთაშორისო კონვენციები გენოციდს განმარტავენ, როგორც ისეთი პირობების განზრახ შექმნას, რომელიც იწვევს მასობრივ სიკვდილიანობას.

დღეს შექმნილი პირობებით, რომ ძალაუფლება შეენარჩუნება, რომ არ დაძლეულიყო კრიზისი, ამოკეტა ადამიანები ბინებში, არ შემოიტანა ვაქცინები, არ გადააწყო ჰოსპიტალური სექტორი და სიკვდილიანობის კოეფიციენტით საქართველოს უკავია პირველი ადგილი. ამ გენოციდის ორგანიზატორი, სულისჩამდგმელი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი ", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.