ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი სახ.დეპს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გამოიძიონ საქართველოს არჩევნებში თაღლითობის და გარე ჩარევის შესახებ ცნობები

28.10.24 19:33
ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი სახ.დეპს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გამოიძიონ საქართველოს არჩევნებში თაღლითობის და გარე ჩარევის შესახებ ცნობები

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

ამერიკელი პოლიტიკოსები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რომ არჩევნებში თაღლითობისა და ნებისმიერი გარე ჩარევის შესახებ გავრცელებული ცნობები დაუყოვნებლივ გამოიძიოს

ამასთან, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში აცხადებენ, რომ "საჭიროების შემთხვევაში, ორპარტიულ კანონმდებლობაში ცვლილებებს შეიტანენ, რათა გარანტირებულად თქვან, რომ პირებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და კენჭისყრის პროცესში მანიპულაციებში მონაწილეობდნენ, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ".

მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობით, დაუყოვნებლივ გამოიძიოს თაღლითობისა და ნებისმიერი გარე ჩარევის შესახებ ცნობები, რათა დაადგინოს, სერიოზულად მოახდინა თუ არა რაიმემ არჩევნების შედეგზე. პასუხისმგებელებელმა პირებმა უნდა აგონ პასუხი.

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შევიტანთ დამატებით ცვლილებებს ჩვენს ორპარტიულ კანონმდებლობაში, ქართველი ხალხის აქტში, რათა გარანტირებულად ვთქვათ, რომ პირებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და კენჭისყრის პროცესში მანიპულაციებში მონაწილეობდნენ, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ", - წერია განცხადებაში. 

სენატორები იმასაც აღნიშნავენ, რომ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე ბოლოდროინდელი შეშფოთებების ფონზე, იმედი ჰქონდათ, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდებოდა, თუმცა მათივე განმარტებით, რომ "ამ უქმეებზე სხვა რამის მოწმე გახდნენ". 

OSCE/ODIHR-ის, IRI-ს და NDI-ს, ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშებზე დაყრდნობით, ამერიკელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ "დარღვევებმა სერიოზულად დააყენეს საფრთხის ქვეშ დემოკრატიული არჩევნების სტანდარტები".