დღეს თბილისში ორი იზოლირებული პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს ხვდება - ევროპარლამენტარი

28.10.24 20:02
დღეს თბილისში ორი იზოლირებული პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს ხვდება - ევროპარლამენტარი

"ვიქტორ ორბანი ევროკავშირს არ წარმოადგენს" - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტს.

როგორც ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს, "ორი იზოლირებული პრემიერ-მინისტრი დღეს თბილისში ერთმანეთს ხვდება".

ვიქტორ ორბანი შესაძლოა წარმოადგენდეს თავის ქვეყანას და მის მიკერძოებულ დიპლომატიას. ის არანაირად არ წარმოადგენს ევროკავშირს. ორი იზოლირებული პრემიერმინისტრი დღეს თბილისში ხვდება ერთმანეთს", - წერს ევროპარლამენტარი.