გიორგი გახარია: მოვა სცენის დრო, ავალ სცენაზეც
''ვიღაცას მე არ მოვწონვარ, ვიღაცას სხვები არ მოსწონს, ვიღაცა გაბრაზებულია ჩემზე, ვიღაცა გაბრაზებული ვარ მე. ჩვენ, რაც გვაერთიანებს ქვეყნის ევროპული მომავალი და სამართლიანობა"- ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ორი გამოსავალი აქვს:
გამოსავალი აქვთ ორი ან გამოძიება და ამ შედეგების გადახედვა, იმიტომ რომ შესაძლოა ბევრი ოლქების გაუქმება და თავიდან არჩევნების ჩატარება, ეს არის მათთვის სახის შენარჩუნების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში 5 სისტემური, მაქინაციური სქემა გვაქვს,რომელმაც ზეგავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე. სცენაზევე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე უფრო კომფორტულად თავს ვგრძნობ აქ. მოვა სცენის დრო, ავალ სცენაზეც"- განაცხადა გიორგი გახარიამ.