პრეზიდენტს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შემაშფოთებელ ვითარებაზე ვესაუბრე - ალარ კარისი
ესტონეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილთან გამართული სატელეფონო საუბრის დეტალებს ასაჯაროებს - ალარ კარისი პლატფორმა X-ზე წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტს "საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შემაშფოთებელ ვითარებაზე" ესაუბრა.
"მას აღვუთქვი ესტონეთის მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროკავშირისკენ მისწრაფებაში" - აღნიშნავს ალარ კარისი.
ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შემაშფოთებელ ვითარებაზე საქართველოში. მას აღვუთქვი ესტონეთის მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროკავშირისკენ მისწრაფებაში. მათ ამას ვერავინ წაართმევს", - წერს კარისი.