დასავლეთი შედეგებს არ აღიარებს - საერთაშორისო პარტნიორები არჩევნების გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ

28.10.24 21:50
დასავლეთი შედეგებს არ აღიარებს -  საერთაშორისო პარტნიორები არჩევნების გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ დრომდე არ აღიარა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები. საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის მთავარმა პარტნიორმა არჩევნებში გამარჯვება "ქართულ ოცნებას" არ მიულოცა.  

ამერიკის სახელმწიფო მდივანი პირდაპირ წერს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, მოსყიდვასა და დაშინებაზე, რაც არჩევნების მიმართ ნდობას ვერ იწვევს. 

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება", - წერს ბლინკენი.

ასეთი მწვავე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი არც 2003 წელს არ ყოფილა, როდესაც შევარდნაძის მმართველობის დროს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მაშინ შეერთებული შტატების განცხადებაში არ ეწერა, რომ დარღვევების მასშტაბურობიდან გამომდინარე, სასწრაფო გამოძიება საჭირო.

უფრო მეტს ითხოვს სენატი. ჰელსინკის კომისია სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოითხოვს, დაადგინოს, როგორ ჩაერია რუსეთი საქართველოს არჩევნებში. 

მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობით, დაუყოვნებლივ გამოიძიოს თაღლითობისა და ნებისმიერი გარე ჩარევის შესახებ ცნობები, რათა დაადგინოს, სერიოზულად მოახდინა თუ არა რაიმემ არჩევნების შედეგზე. პასუხისმგებელმა პირებმა უნდა აგონ პასუხი", - წერია განცხადებაში.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.