როგორ გააყალბეს არჩევნები? - სქემა ცნობილია

28.10.24 21:58
როგორ გააყალბეს არჩევნები? - სქემა ცნობილია

არჩევნების გაყალბების ფაქტები ცნობილია - არ დარჩენილა მეთოდი, რომელიც "ქართულ ოცნებას" ხმების მოსაპარად არ გამოუყენებია. მმართველმა პარტიამ გაყალბებისთვის მზადება ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო. 

საჯაროა ასეულობით მტკიცებულება, რომლითაც ირკვევა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილი ჰქონდა სისტემურ დარღვევებს, რამაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა. 

ხმის მიცემა სხვისი პირადობებით და მართვის მოწმობებით, ე.წ. კარუსელები, ხელოვნურად გათიშული ვერიფიკაციის აპარატები, ხელით ჩაყრილი ბიულეტენები, მარკირების გარეშე ხმის მიცემა, მოსყიდვა საარჩევნო უბნებზე, ამომრჩევლის ტერორი და დაშინება.

ეს ყველაფერი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებებია, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება მოქალაქეებზე კონტროლის დასაწესებლად და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის გასაყალბებლად იყენებდა.

ვრლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.