საქართველო კონსერვატიული სახელმწიფოა, რომელსაც უსარგებლო ლექციების წაკითხვის ნაცვლად, ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება - ორბანი

28.10.24 22:04
საქართველო კონსერვატიული სახელმწიფოა, რომელსაც უსარგებლო ლექციების წაკითხვის ნაცვლად, ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება - ორბანი

საქართველოში ჩამოსული უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს კონსერვატიული, ქრისტიანული სახელმწიფოა, რომელსაც უსარგებლო ლექციების წაკითხვის ნაცვლად, მხარდაჭერა სჭირდება".

ოფიციალური ვიზიტი საქართველოში არჩევნების შემდეგ. საქართველო კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფოა. უსარგებლო ლექციების წაკითხვის ნაცვლად, მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ“, - წერს ვიქტორ ორბანი.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი საქართველოში დღეს, 28 ოქტომბერს ჩამოვიდა. უნგრეთის პრემიერი ის ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც "ქართულ ოცნებას" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.