არ გამოვრიცხავთ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება - მილერი

28.10.24 23:55
არ გამოვრიცხავთ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება - მილერი

"არ გამოვრიცხავთ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება" - ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების განხილვის დროს გააკეთა.

მეთიუ მილერმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ შტატები მიმდინარე წელს მუდმივად მოუწოდებდა "ოცნებას" ანტიდემოკრატიული ქმედებების შეცვლისკენ.

ჩვენ წელს მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, შეეცვალა ანტიდემოკრატიულ ქმედებები და დაბრუნებოდა ევროატლანტიკურ გზას. არ გამოვრიცხავთ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება.

საქართველოს სახელმწიფოს შეუძლია, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ ტრაექტორიას კანონის უზენაესობის დაცვით, საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და რეფორმების გასატარებლად ევროკავშირის აქამდე ცნობილი რეკომენდაციების შესრულებით", - ამბობს მეთიუ მელერი.