შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს
შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს - ამის შესახებ განცხადება შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ბენჟამინ დუსამ გააკეთა.
ბენჟამინ დუსა ამბობს, რომ საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოვლენების განვითარება საგანგაშო იყო, რასაც საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევებიც ცხადყოფს.
ამასთან, როგორც შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი აღნიშნავს, თუ საქართველო კვლავ მიუახლოვდება ევროკავშირს, თანამშრომლობა შესაძლოა მომავალში განახლდეს.
საქართველოში მოვლენების განვითარება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან საგანგაშო იყო. დარღვევები, რომლის შესახებაც განაცხადეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპარლამენტო არჩევნებზე, ცხადყოფს ამას", -განაცხადა მან.
ცნობისთვის, შვედეთის დახმარება საქართველოსთვის წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ კრონს შეადგენს.