მთავრობის ადმინისტრაციასთან ვიქტორ ორბანის დახვედრის ცერემონია გაიმართა

29.10.24 10:13
მთავრობის ადმინისტრაციასთან ვიქტორ ორბანის დახვედრის ცერემონია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მას ირაკლი კობახიძე მასპინძლობს. 

პირისპირ შეხვედრების შემდეგ ვიქტორ ორბანი და ირაკლი კობახიძე მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

შეგახსებენთ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. სასტუმროდან გამომავალ ორბანს რუსთაველზე გამართული აქციის მონაწილეები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ორბანი ერთადერთი დასავლელი ლიდერია, ვინც "ქართულ ოცნებას" არჩევნებშ გამარჯვება მიულოცა.