საქართველოს მთავრობა ისევ აგრძელებს მოსახლეობის მოტყუებას, ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს - პაპუნა ჯანელიძე

29.10.24 10:58
საქართველოს მთავრობა ისევ აგრძელებს მოსახლეობის მოტყუებას, ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს - პაპუნა ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ვიქტორ ორბანი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, ევროკავშირს არ წარმოადგენს. 

მას არ აქვს უფლება ისაუბროს ევროკავშირის სახელით საგარეო პოლიტიკის საკითხებზე - აცხადებს ჯანელიძე. 

ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში ვიქტორ ორბანის განცხადებასაც ავრცელებს, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ხაზგამსით ამბობს, რომ "ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენს. 

მთავრობა ისევ აგრძელებს მოსახლეობის მოტყუებას.
ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ნამდვილად არის ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარე ქვეყანა 6 თვით, მას არ აქვს უფლება ისაუბროს ევროკავშირის სახელით საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. იხილეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება.
ნუ მოიტყუებთ თავს!- 
წერს ყოფილი მინისტრი.