დარღვევები საარჩევნო უბნებზე - რას ყვებიან დამკვირვებლები
როგორ გაყალბდა არჩევნები - მოპოვებულია ახალი ფოტო და ვიდემტკიცებულებები. "პირველებმა" ის დამკვირვებლები ჩაწერა, რომლებმაც დარღვევები საკუთარი თვალით ნახეს და რიგ შემთხვევებში, მათი აღკვეთა მოახერხეს. ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელიც მობილური ჯგუფის წევრი იყო და კრწანისის სამ უბანს, მე-9, მე-10 და მე-11-ს აკვირდებოდა, ამბობს, რომ ამ უბნებზე არაერთი დარღვევა დაადგინა.
ერთ-ერთი დარღვევა იყო, როდესაც კამერა ხმის დამთვლელ აპარატთან ძალიან ახლოს იდგა, რითაც ორი რამ კონტროლდებოდა: ვინ მივიდა საარჩევნო უბანზე და მეორე - ირღვეოდა ხმის ფარულობა. ამის გარდა, იყო შემთხვევაც, როდესაც საარჩევნო უბანზე მარკირებაგავლილი მოქალაქე მივიდა და ხმის მიცემის პროცედურა გაიარა.
კრწანისსი ოლქის სამ უბანზე ვაკვირდებოდი. ეს იყო მე-9, მე-10, მე-11 უბნები. მე-9 უბანზე შეინიშნებოდა ხმის ფარულობის დარღვევის ძალიან ინტენსიური შემთხვევა: კამერა, რომელიც იყო განტავსებული ხმის მთვლელ აპარატებთან, ერთ მეტრში იყო მხოლოდ, ასევე ზევიდან აფიქსირებდა ბიულეტენებს და იმის გათვალისწინებით, რომ ხშირია შემთხვევა, რომ ჩანს ბიულეტენის მოთავსებისას, რომელი კანდიდატი გაფერადებული და ამასთან, ეს ყველაფერი ვიდეოჩანაწერზე იწერება, რა თქმა უნდა, ლახავს ამ პრინციპს. კრწანისის მე-20 უბანზე მოხდა მარკირებიანი პირის დაშვება კენჭისყრაზე. ამ პირმა ჩეულებრივად მისცა ხმა. მე-11 უბანზე მცდელობა ჰქონდა დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ უარი მითხრეს ჩანაწერთა წიგნის გაცნობაზე და შესაბამის ფოტოგადაღებაზე, რაზეც ასევე დაიწერა საჩივარი. არც უბნის, არც ოლქის მხრიდან არ ჰქონია არანაირ რეაგირებას ადგილი, - ამბობს დამკვირვებელი.
"პირველებმა" ასევე ჩაწერა დამკვირვებელი, რომელიც სამგორში სამ უბანს აკვირდებოდა. მან დააფიქსირა შემთხვევა, როდესაც "ოცნების" კოორდინატორმა ერთ-ერთ მოქალაქეს ფულ გადასცა და უთხრა, რომ "ყველაფერი მოგვარებულია". პრობლემური იყო მარკირების საკითხიც, რადგან სითხე იყო ძალიან სუსტი.
მარკირების სითხე იყო ან ძალიან სუსტი, ან საერთოდ არ მუშაობდა. ვინც იყო „ქართული ოცნების“ კოორდინატორი, მან გადასცა ფული ვირაცას და თქვა, რომ „ყველაფერი მოგვარებულია“. ვერიფიკაციის აპარატებთან მაგიდებთან არსებული სკამები, სადაც რეგისტრატორები ისხდნენ, იყო უმეტეს უბნებზე მიდგმული კედელთან და დამკვრივებლებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ ამ პროცესს დაკვირდებოდნენ უკნიდან, იმიტომ, რო წინიდან შესაძლებელი არ იყო ეკრანის დანახვა. მოგვიწია საჩივრების დაწერა. მათ შორის, ერთ-ერთ უბანზე საოლქოს წარმომადგენელმა არ მისცა უფლება, რომ წამოეწიათ მაგიდები წინ. ეს იყო სერიოზული პრობლემა, - ამბობს დამკვირვებლები.
სერიოზულ დარღვევაზე საუბრობს კიდევ ერთი დამკვირვებელი.
ბოლო ამომრჩეველთან რომ მივედით სახლში და გავუკეთე მარკირება, ქალბატონი დაგვხვდა მარკირებული და თვითონვე თქვა, რომ ვიყავი უბანზეო. პირველი კითხვა იყო, რომ თუ არ შეეძლო მას გადაადგლება, რატომ ჰქონდა მოთხოვნილი გადასატანი ყუთი. მან მითხრა, რომ მე არ მომითხოვიაო, თავმდჯომარე გვიტმკიცებდა, რომ ტელეფონის საშალებით მოეთხოვაო. დავინახე, რომ ეს ქალბატონი იმყოფებოდა უბანზე. მე კანონის შესაბამისად, ავუხსენი, რომ ქალბატონო, თქვენ ბრძანდებით მარკირებული და გთხოვთ, დატოვოთ უბანი. გაღიზიანდა ძალიან ქალბატონი იანა, რომელიც იყო საოლქო კომისიის წევრი და იჯდა რეგისტრატორის პოზიციაზე. იგი წამოდგა და ასეთი სიტყვებით შემოიფარგლა, „დაგარტყამ ახლა“. ცდილობდა ჩემთან მოახლოებას და ხელით შეხებას. ორი დღეა ვრეკავ პოლიციაში, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ფიზიკურ ძალადობაზე მუქარა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს პოლიციას რეაგირება არ აქვს, - ამბობს დამკვირვებელი.