კორძაია: ხელახალი არჩევნების მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია, რადგან ხალხს არ სჯერა ივანიშვილის ცესკოს მიერ დაწერილი შედეგების

29.10.24 11:50
კორძაია: ხელახალი არჩევნების მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია, რადგან ხალხს არ სჯერა ივანიშვილის ცესკოს მიერ დაწერილი შედეგების

„ხელახალი არჩევნების მოთხოვნა არის სრულიად ლეგიტიმური, რადგან ხალხს არ სჯერა იმ შედეგების, რაც დაწერა ივანიშვილის ცესკომ და ეს დაადასტურა გუშინდელმა აქციამაც.“ - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

კორძაიას თქმით, შესაძლებელია არჩევნების ჩატარება ძველი წესით უკეთესი იყოს.

გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ სჯერათ იმ შედეგების, რაც დაწერა ივანიშვილმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ამიტომ რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა არის ლეგიტიმური და შესაძლებელია არჩევნების ჩატარება ძველი წესით უკეთესი იყოს ამ ვითარებაში მანამ, სანამ არ გავიგებთ ტექნოლოგიურ პირობებში მანიპულაციების შესაძლებლობის ხარისხს და ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო ძალიან მაღალი ხარისხის მანიპულაცია.“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.