ორბანი „ოცნების“ გამარჯვებას ზეიმობს

29.10.24 12:11
ორბანი „ოცნების“ გამარჯვებას ზეიმობს

მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ არ მიეცით საშუალება, თქვენი ქვეყანა გადაქცეულიყო მეორე უკრაინად - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოში, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფრენეციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, არავის უნდა "უაზრო ომში ჩართვა" და ქართველმა ხალმა არჩევანი მშვიდობაზე გააკეთა.

„მე რაც ვიცი, უკრაინის გვერდით არის უნგრეთი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, იმიტომ, რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს ეს ამბავი. ვიცით, ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა თავისი, საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა. ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობის მიმართულებით. უნგრეთშიც ასე არის. ასევე, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქართველმა ხალხმა მშვიდობის არჩევანი გააკეთა, ევროპული არჩევანი გააკეთა, ამიტომ, მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ალბათ, თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პირობებში, ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა სასაცილოა, ნამდვილად", - განაცხადა ორბანმა.