ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტს კიევში შეხვდა

23.08.21 19:39
ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტს კიევში შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი, ავრცელებს.

კიევში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის არაფორმალური  შეხვედრა გაიმართა. 
ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ - წერს ნინო გიორგობიანი Facebook-ზე.

საქართველოს დელეგაცია უკრაინაში 21 აგვისტოს გაემგზავრა.