როგორ გაყალბდა არჩევნები - ექსპერტები საერთაშორისო გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ

29.10.24 13:31
როგორ გაყალბდა არჩევნები - ექსპერტები საერთაშორისო გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ

ექსპერტები 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გამოძიება სწორედ საერთაშორისო გამომძიებლებმა უნდა აწარმოონ, რადგან ქვეყანაში საგამოძიებო უწყებები ოლიგარქის დაქვემდებარებაშია და ის ობიექტურ ვერ იქნება. 

ექსპერტი ნოდარ ქარშილაძე ფიქრობს, რომ სწორი იქნება, თუ ამის გამოძიებას საერთაშორისოდ ცნობილ ხრისტო გროზევს ანდობენ და ამ საქმისთვის სწორედ მას დაიქირავებენ. 

სანქციების პაკეტები გამზადებული აქვთ, ეგ ყველაფერი დაიძვრება, თავისთავად, მაგრამ საჭიროა გამოძიება. ერთის მხრივ, საერთაშორისო მონაწილეებით აუციელებელია, რომ იყოს ეს გამოძიება. არ იქნება ცუდი, თუ ოპოზიციური პარტიები გააერთიანებენ რესურსებს და იგივე „ბელინგქეთს“, ხრისტო გროზევი, რომელმაც უკვე თქვა რუსულ სპეცსამსახურებზე და გვაფრთხილებად ამის შესახებ ძალიან აქტიურად, მისი დაქირავება, აქ ჩამოყვანა. ეს ადამიანი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და ცნობილი საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი მსოფლიოში და ეს საკმაოდ კარგი ნიშანი იქნებოდა. ფართო წარმომადგენლობით კარგი იქნება, თუ იქნება რესურსების კოორდინაცია, ქმედებების კოორდინაცია, - ამბობს ექსპერტი ნოდარ ქარშილაძე.

შოთა ღვინერია კი ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში, ელექტორული აპარატების გამოკვლევა, რომლითაც არჩევნები ჩატარდა, პრობლემას არ წარმოადგენს. მისი თქმით, თუ ეს მანქანები ფიზიკურად არ გაანადგურეს, მასში მანიპულაციის კვალი დაუცილებლად დარჩება. 

არავითარი კავშირი ამ ციფრებს არ აქვთ ხმის მიცემის პროცესთან. აქედან გამომდინარე, ეს საერთაშორისო გამოძიება უკვე ამ კონტექსტში უნდა ვნახოთ. იმაზე არ არის აქ საუბარი, „ქართულ ოცნებას“ რა უნდა და რა არ უნდა. აქ არის საერთაშორიოს ლეგიტიმაციის პროცესი. ფიზიკურად თუ არ დაწვეს ყველა მანქანა, მანიპულაციის კვალი აუცილებლად დარჩება. ტექნოლოგიურად ამის გარკვევა ძალიან ადვილია. აქ ეს მანქანები გამოყენებული იქნა თავიდან ბოლომდე გადასაწერად ამ არჩევნების შედეგების, ეს კომპანია თავადვე უნდა იყოს დაინტერესებული იმაში, რომ ამ კითხვებზე რაც შეიძლება მალე გაეცეს პასუხი. პირველ რიგში, ახლა უნდა მოხდეს გარკვევა, იმ მანქანებზე რა ტიპის ჩარევა განხორციელდა. ეს ყველაფერი დიდი კომპლექსური ნაწილია, თუმცა რთული და შეუძლებელი აქ არაფერია, - ამბობს შოთა ღვინერია.  

ბათუ ქუთელია ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბევრი ადმაიანის მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, განსაკუთრებით კი ამ როგანიზებული დანაშაულის უკან სწორედ რუსული სპეცსამსახურები დგას. 

მასიურად გაყალბდა არჩევნები. ამაზე დემოკრატიულ სამყაროში სრული კონსესუსია, ამის ბევრი ინდიკატორია. ბუნებრივია, შეიძლება ამის გამოძიება და კონკრეტული დეტალების გასაჯაროება, იმიტომ, რომ დადგეს ასევე პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, ვინც ამ ორგანიზებულ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას. ეს არ არის ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა. ბევრი ადამიანის კონსპირაცია იყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და კიდევ უფრო უარესი, ამ კონსპირაციის და ამ ორგანიზებული დანაშაულის უკან დგას რუსული სპეცსამსახურები, - ამბობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.