საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოძიების მოთხოვნას აშშ-ს შემდეგ ევროკავშირიც აყენებს
საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოძიების მოთხოვნას აშშ-ს შემდეგ ევროკავშირიც აყენებს. მიიჩნევენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ახლა სწორედ საერთაშორისო გამოძიებაა.
საგარე საქმეტა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი ღიად ამბობს, რომ ამ არჩევნებზე რუსეთს ეგავლენის მოხდენის მცდელობა ჰქონდა, ხოლო რა ტიპის ჩარევას ჰქონდა ადგილი, ეს გამოძიების პრეროგატივაა.
მისი თქმით, ევროსაბჭოში ლიდერთა არაფორმალურ შეხვედრაზე შარლ მიშელი დღის წესრიგი საქართველოს საკითხს დააყენებს, ასევე საქართველოს არჩევნების შედეგებს უკვე ნოემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე განიხილავენ.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს. სამართლიანია იმის თქმა, რომ დიახ, რუსეთმა საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადა. ევროკავშირი მოელის, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სხვა შესაბამისი ორგანოები შეასრულებენ თავიანთ პასუხისმგებლობას, რათა სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. რა თქმა უნდა, ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ინკლუზიური და მდგრადი რეფორმები ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ნებისმიერი კანონმდებლობა, რმოელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, გაწვეული უნდა იყოს. ჩენ სიტუაცია დაკვირვებას ყურადღებით ვაგრძელებთ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არჩევნების მნიშვნელობას ნოემბერში, საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ საბჭოზე განიხილავს და ასევე, შარლ მიშელი განაცხადა, რომ საქართველოს ლიდერთა არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში შეიტანს, - ამბობს ნაბილა მასრალი.