გაყალბების სქემის ყველა მიმართულება გახსნილია - ოპოზიცია მტკიცებულებებს საერთაშორისო ორგანიზაციებს აწვდის
ოპოზიციის საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისში. პოლიტიკური პარტიები არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს საერთაშორისო ორგანიზაციებს აწვდიან... "გვაქვს იმაზე მეტი სამხილი ვიდრე ხელისუფლებას ჰგონია " - ამბობენ ლიდერები
კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, არჩევნების გაყალბების სქემის ყველა მიმართულება გახსნილი აქვთ:
საზოგადოებას ხომ უნდოდა მტკიცებულებები და სქემის გახსნა? სქემის ყველა მიმართულება გახსნილია და ყველგან გვაქვს მტკიცებულებები, მათ შორის, ისეთი მიმართულებები რომელზეც წარმოდგენაც არ ჰქონდა საზოგადოებას - თქვა ნიკა გვარამიამ.
განცხადება გააკეთა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც.
მისი თქმით, მთავარი საკითხია ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რომელიც საერთაშორისო მენეჯმენტითუნდა ჩატარდეს.
„დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოვიდა [გუშინდელ აქციაზე]. ამით ჩვენ მივიღეთ მანდატი, ლეგიტიმაცია, რომ ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. ეს იყო სპეციალური ოპერაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა. ჩვენ ახლა გვაქვს ორი მიმართულება - საგარეო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით. ქვეყნის შიგნით სისტემურად ვაგროვებთ აბსოლუტურად ყველა გაყალბების ფაქტს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ქვეყნის გარეთ არავინ აღიაროს. ისვე როგორც ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე.
მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის არჩევნები საერთაშორისო მენეჯმენტით, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში“, - განაცხადა ვაშაძემ.