ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს - ბოკუჩავა
ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა, რაც შეიძლება იყო რაციონალური, ხელახალი არჩევნებია, რომელსაც ჩაატარებს არა კალანდარიშვილის და სუსის მიერ კონტროლირებადი ცესკო, არამედ საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია“, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბოკუჩავა ამბობს, რომ “ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს ევროპული არჩევანი მოჰპარა და ამ მოპარული არჩევნების შედეგების მიღებას არ აპირებენ.“
გუშინ შედგა მნიშვნელოვანი აქცია, რომელსაც საქართველოს 10 ათასობით მოქალაქე ესწრებოდა. ამომრჩეველთა უმრავლესობამ 26 ოქტომბერს გააკეთა ევროპული არჩევანი, ევროპულმა არჩევანმა გაიმარჯვა და ეს გამარჯვება ქართველ ხალხს მოჰპარა ივანიშვილმა. ჩვენ არ მივიღებთ ამ მოპარული არჩევნების შედეგებს.
ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა, რაც შეიძლება იყო რაციონალური, ხელახალი არჩევნებია, რომელსაც ჩაატარებს არა კალანდარიშვილის და სუსის მიერ კონტროლირებადი ცესკო, არამედ საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია, რომლის სარეთაშორისო გამოცდილება არსებობს. აუცილებელია ხელახალი არჩვენების ჩატარება იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება აისახოს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.