შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას აპაუზებს - ელჩი

29.10.24 16:42
შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას აპაუზებს - ელჩი

საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი სოციალურ პლატოფორმა X-ზე შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ბენჟამინ დოუსას განცხადებას აზიარებს და წერს, რომ "შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას აპაუზებს". 

“შვედეთის მთავრობა მზადაა ღია კარით, თუ საქართველო უფრო დემოკრატიული განვითარებისკენ წავა. გაიზარდა შვედეთის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ საქართველოში“, - წერს დიპლომატი.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ბენჟამინ დოუსამ გუშინ განაცხადა, რომ შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს.

"საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ამას ადასტურებს. მცდელობები, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, კერძოდ, შემზღუდავი კანონმდებლობით, ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, მთავრობა აჩერებს შვედეთ-საქართველოს მთავრობის პირდაპირ თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან“, - აცხადებს ბენჟამინ დოუსა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან კვლავ დაახლოების შემთხვევაში, შესაძლოა ურთიერთობები განახლდეს.