“ოცნებას“ საერთაშორისო გამოძიების ეშინია, რადგან მათ ეს არჩევნები გადაწერეს - ხათუნა სამნიძე

29.10.24 16:49
“ოცნებას“ საერთაშორისო გამოძიების ეშინია, რადგან მათ ეს არჩევნები გადაწერეს - ხათუნა სამნიძე

“ოცნებას“ საერთაშორისო გამოძიების ეშინია, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ეს არჩევნები გადაიწერა და გადაწერილი არჩევნების გამოძიება მათთვის სახიფათოა“, - ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვი“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ ოპოზიციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სამნიძე ძირითად გამყალბებლებად „ოცნების“ საშუალო რგოლს მიიჩნევს და ქვეყნის ბედის შეცვლაზე პასუხისმეგბლობას მათ აკისრებს.

“ოცნებას“ საერთაშორისო გამოძიების ეშინია, რადგან ძალიან კარგად იციან, არა მარტო მაღალმა ეშელონებმა, არამედ საშუალო რგოლმაც, რომ ეს არჩევნები გადაიწერა და გადაწერილი არჩევნების გამოძიება მათთვის სახიფათოა და არ დაეთანხმებიან. ეს ნიშნავს აღიარებას, რომ არჩევნები გადაწერეს და არის კონკრეტული მტკიებულებები. ჩვენ ამ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ და მოემზადოს „ოცნება“. ეს ის ვითარება არაა, 2020 წელს რომ იყო, ეს არის რუსეთის სპეცოპერაციით გაყალბებული არჩევნები.

ეს შიში არის საშუალო რგოლში, რომელმაც უშუალოდ თავისი ხელით აყალბა არჩევნები და შეცვალა ქვეყნის ბედი. ეს საშუალო რგოლი, რომელიც ახლა ხმამაღლა ლაპარაკობს, როგორ ბედავენ საერთოდ რაიმეს თქმას, როდესაც ქვეყნის ბედი შეცვალეს. „ოცნება“ იყოს ფრთხილად, ყველა განცხადებაში და ყველა გამოთქმულ აზრში, რომ ეს მათ წინააღმდეგ არ იქნას გამოყენებული“,- განაცხადა ხათინა სამნიძემ.