ეს გაყალბებული და მიტაცებული არჩევნები არ უნდა იქნას აღიარებული - მამუკა ხაზარაძე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში რუსული სპეცოპერაციები უნდა დასრულდეს და გაყალბებული და მიტაცებული არჩევნები არ უნდა იქნას აღიარებული.
“სიყალბეში ვერ ვიცხოვრებთ“, - აცხადებს ხაზარაძე.
კონკრეტული გეგმა არის ის, რომ ეს გაყალბებული და მიტაცებული არჩევნები არ უნდა იქნას აღიარებული. სიყალბეში ვერ ვიცხოვრებთ, სიყალბეში ქვეყანა ვერ განვითარდება და ქვეყანაში რუსული სპეცოპერაციები უნდა დავამთავროთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.